Legal.geLegal.ge
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს პროფესიული მარკეტფლეისი.

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

სპეციალისტთა კატალოგი

სისხლის სამართალი ადვოკატისისხლის სამართალი იურისტისამოქალაქო სამართალი ადვოკატისამოქალაქო სამართალი იურისტიკორპორაციული და კომერციული სამართალი ადვოკატიკორპორაციული და კომერციული სამართალი იურისტიშრომის სამართალი ადვოკატიშრომის სამართალი იურისტისაგადასახადო სამართალი ადვოკატისაგადასახადო სამართალი იურისტიდავების გადაწყვეტა და სასამართლო წარმომადგენლობა ადვოკატიდავების გადაწყვეტა და სასამართლო წარმომადგენლობა იურისტი

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სპეციალისტების ნახვა

აღწერე პრობლემა და შევარჩიოთ შესაბამისი სპეციალისტები

შენი აღწერილი პრობლემა

კითხულობდით

ადვოკატთა შესახებ. მუხლი 21^2

აღწერეთ თქვენი სიტუაცია: რა მოხდა და რა გჭირდებათ. სტატიას სპეციალისტი ისედაც დაინახავს.

დარჩა 1200 სიმბოლო

ამოცნობილი მიმართულება

სისხლის სამართალი

შეგიძლიათ ახლავე შეხვიდეთ, სპეციალისტის არჩევამდე.

შერჩეული სპეციალისტები

ნაპოვნია 6 სპეციალისტიშესაბამისი მიმართულებები:სისხლის სამართალიმაქს. 3 სპეციალისტისრული დირექტორიის ნახვა

ან განათავსეთ დავალება ბაზარზე

აღწერეთ საკითხი, შესაფერისი სპეციალისტი თავად დაგიკავშირდებათ.

დავალების განთავსება
გიორგი ფანცულაია ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი | legal.ge

გიორგი ფანცულაია

5 ბეჯი

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

გიორგი ფანცულაია

5 ბეჯი

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

გიორგი ფანცულაია არის სისხლის სამართლის მიმართულების ადვოკატი და იურიდიული კომპანია „გიორგი ფანცულაია და პარტნიორები“-ს დამფუძნებელი და დირექტორი. 2025 წლის 14 დეკემბერს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების გადაწყვეტილებით არჩეულ იქნა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად. აქვს 13-წლიანი წარმატებული საადვოკატო პრაქტიკა სისხლის სამართლის სფეროში. პროფესიული საქმიანობის მანძილზე მონაწილეობდა განსაკუთრებით რთულ და რეზონანსულ საქმეებში, მათ შორის პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების, დეკანოზ გ.მ.-ის ე.წ. „ციანიდის“, ტელეკომპანია „იბერიასა“ და „ომეგა ჯგუფის“, „კავკასიის ავტო იმპორტის“ საქმეებში, ასევე კლუბ „ბასიანის“ სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებული პირების, ნამახვანჰესის პროტესტთან დაკავშირებულ საქმეებში და სხვადასხვა საზოგადოებრივად მნიშვნელოვან პროცესებში. მუშაობისას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს კეთილსინდისიერებას, პროფესიულ ეთიკას და კლიენტის ინტერესების თანმიმდევრულ დაცვას. გიორგი ფანცულაიას აქვს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სამართალწარმოების პრაქტიკა. ასევე ფლობს მედიასთან ურთიერთობის მრავალწლიან გამოცდილებას და ხშირად მონაწილეობს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან სამართლებრივ საკითხებზე საჯარო განხილვებსა და პროფესიულ დისკუსიებში. 2018 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მენტორი ადვოკატი. 2016 წელს წარმატებით ჩააბარა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სპეციალიზაციის გამოცდა. გარდა პრაქტიკული საქმიანობისა, აქტიურად არის ჩართული პროფესიულ და საგანმანათლებლო პროექტებში. 2014–2015 წლებში იყო მიწვეული ტრენერი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საპარლამენტო დებატების მიმართულებით. 2014 წელს გახდა საქართველოს ჩემპიონი იურისტებს შორის საპარლამენტო დებატებში, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ეგიდით. 2010 წელს წარმატებით ჩააბარა საქართველოს პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა. 2010–2014 წლებში მონაწილეობდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თბილისის ოფისის მნიშვნელოვან პროექტებში. გიორგი ფანცულაიამ სამართლის მაგისტრის ხარისხი წარჩინებით მოიპოვა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ხოლო უფრო ადრე წარჩინებით დაამთავრა ამავე უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ბაკალავრიატი. გაიარა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თბილისის სასწავლო ცენტრის განგრძობადი განათლების კურსები სისხლისა და სამოქალაქო სამართლის მიმართულებით.

info.01199@gmail.com
+995551911961
პროფილის ნახვა
საუკეთესო შესაბამისობა
პროფილი
ლექსო სვიმონიშვილი | legal.ge

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

4 ბეჯი

ლექსო სვიმონიშვილი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი და სისხლის სამართლის მიმართულების ადვოკატია. მას აქვს მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება ამ სფეროში. პრაქტიკის განმავლობაში ჩართული იყო არაერთ მნიშვნელოვან სისხლის სამართლის საქმეში, რომელთა დიდი ნაწილი წარმატებით დასრულდა. მუშაობისას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საქმის დეტალურ შესწავლას და დაცვის ეფექტური სტრატეგიის დაგეგმვას. მისთვის მნიშვნელოვანია კლიენტთან ღია და გულწრფელი ურთიერთობა - ცდილობს, თითოეულ ადამიანს ჰქონდეს განცდა, რომ მისი საქმე ნამდვილად მნიშვნელოვანია და პროცესში გვერდით ჰყავს სანდო და ერთგული დამცველი. 2022 წლიდან არის იურიდიული კომპანია „გიორგი ფანცულაია და პარტნიორები“-ს წევრი ადვოკატი. ჩაბარებული აქვს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სპეციალიზაციის გამოცდა. გამოირჩევა პრინციპულობითა და საქმისადმი მაღალი პასუხისმგებლობით.

პროფილის ნახვა
პროფილი
აიჰან ჰასანლი | legal.ge

აიჰან ჰასანლი

ადვოკატი, მედიატორი

5 ბეჯი

აიჰან ჰასანლი (გასანოვი) არის ადვოკატი საერთო სპეციალიზაციით, მედიატორი, სერტიფიცირებული ტრენერი და სამოქალაქო უფლებადამცველი. მას მოპოვებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) სამართლის ბაკალავრისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო სამართლისა და პოლიტიკის მაგისტრის აკადემიური ხარისხები. როგორც საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრს, მას გაჩნია დამატებითი ვიწრო სპეციალიზაცია ბავშვთა უფლებებსა (სამოქალაქო სამართალი) და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში (სისხლის სამართალი), ამასთანავე არის საქართველოს მედიატორთა ასოციაციის წევრი. 2019 წლიდან აიჰან ჰასანლი (გასანოვი) აქტიურად მოღვაწეობს არასამთავრობო სექტორში და ამჟამად იკავებს იურისტისა და ადვოკატის პოზიციას ორგანიზაცია „საფარში“. იგი ასევე გახლავთ არასამთავრობო ორგანიზაცია „პლატფორმა სალამის“ მოქმედი თავმჯდომარე/კაპიტანი და „იორმუღანლოს სათემო ცენტრის“ თანადამფუძნებელი. სხვადასხვა დროს მას მართული და კოორდინირებული აქვს არაერთი სამართლებრივი თუ სამოქალაქო პროექტი, მათ შორის, 2020–2023 წლებში მუშაობდა საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს (PMMG)“ რეგიონულ იურისტად სოციალური და ეკონომიკური უფლებების გაძლიერების ცენტრებში (SEREC). 2020 წლიდან აიჰან ჰასანლი (გასანოვი) ეწევა აქტიურ პრაქტიკულ საქმიანობას სამართლის სფეროში, რაც მოიცავს კლიენტთა ინტერესების ეფექტიან წარმომადგენლობასა და დაცვას საერთო სასამართლოებში, ადმინისტრაციულ ორგანოებსა თუ მესამე პირებთან ურთიერთობაში. 2023 წლიდან, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანების შემდგომ, მან მოიპოვა საადვოკატო საქმიანობის სრული უფლებამოსილება საერთო სპეციალიზაციით, რის საფუძველზეც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს სთავაზობს კომპლექსურ იურიდიულ მომსახურებას. მის პროფესიულ პორტფოლიოს მიეკუთვნება სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი პოზიციის მომზადება, სასამართლო წარმომადგენლობა, ხელშეკრულებების სტრატეგიული ანალიზი და შემუშავება, კონსულტირება,ბრალდებულთა, დაზარალებულთა და მოწმეთა უფლებების მაღალპროფესიულ დაცვას გამოძიების, აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისა და საქმის არსებითი განხილვის ყველა ეტაპზე. სიღრმისეული ვიწრო სპეციალიზაცია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში მას საშუალებას აძლევს, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში განსაკუთრებული მგრძნობელობითა და ბავშვის საუკეთესო ინტერესების პრიორიტეტულობით უზრუნველყოს არასრულწლოვანთა უფლებების დაცვა. ასევე დავების ალტერნატიული მოგვარება (მედიაცია) კლიენტის ინტერესების მაქსიმალური დაცვის უზრუნველსაყოფად. პრაქტიკულ საადვოკატო საქმიანობასთან ერთად, აიჰან ჰასანლი (გასანოვი) არის იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ სერტიფიცირებული ტრენერი, რომელსაც ჩატარებული აქვს 200-ზე მეტი ტრენინგი. ფლობს საერთაშორისო დონეზე აღიარებულ სერტიფიკატებსა და კვალიფიკაციას ნატოს, ევროკავშირის, არაძალადობრივი ადვოკატირების, ლიდერობისა და საარჩევნო ტექნოლოგიების მიმართულებით. 2018 წლიდან იგი აქტიურად არის ჩართული ეთნიკური უმცირესობების უფლებრივ ადვოკატირებასა და საარჩევნო პროცესების მონიტორინგში, რაც ხაზს უსვამს მის მრავალმხრივ პროფესიულ გამოცდილებასა და მაღალ სამოქალაქო პასუხისმგებლობას.

პროფილის ნახვა
პროფილი
ნესტან ანანიძე | legal.ge

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

1 ბეჯი

სისხლის სამართლის ლიცენზირებული ადვოკატი, სპეციალიზებული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში. აქვს ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მუშაობის 5 წელზე მეტი გამოცდილება. აღნიშნული გამოცდილება მოიცავს როგორც კერძო საქმიანობას, ისე სასამართლო სისტემაში მუშაობას. მისი პროფესიული საქმიანობა ეფუძნება კლიენტის უფლებების ეფექტიან დაცვას, ეთიკურ სტანდარტებსა და მაღალი ხარისხის სამართლებრივ მომსახურებას. სამუშაო გამოცდილება 2026 წლის იანვრიდან მუშაობს თემურ ქავშბაიას საადვოკატო ბიუროში ადვოკატად. 2022-2025 წლებში მუშაობდა სამოქალაქო ორგანიზაციაში იურისტად. 2021-2022 წლებში კი სტაჟირება გაიარა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს ხულოს მაგისტრატ სასამართლოში. განათლება სისხლის სამართლის მაგისტრი, წითელი დიპლომი - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (2022-2024 წწ); სამართლის ბაკალავრის ხარისხი, წითელი დიპლომი - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (2017-2021 წწ).

პროფილის ნახვა
პროფილი
სალომე მიქაუტაძე | legal.ge

სალომე მიქაუტაძე

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

4 ბეჯი

განათლება ბაკალავრი - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 2012-2016 - ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, სამართალმცოდნე მაგისტრანტი - კავკასიის უნივერსიტეტი - 2016-2019 - სამართალი, სამართალმცოდნე სამუშაო გამოცდილება ადვოკატი - საერთო სპეციალიზაცია (სისხლის სამართალი, სამოქალაქო სამართალი, ადმინისტრაციული სამართალი) , მათ შორის დამატებითი სპეციალიზაციები, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებასა და ბავშვის უფლებებში. ვმუშაობ წარმატებით სამართლის ყველა მიმართულებით. გთავაზობთ, წარმომადგენლობას საგამოძიებო ორგანოებში, კერძო და საჯარო დაწესებულებებში, სასამართლოში, კვალიფიციურ კონსულტაციებს, ხელშეკრულებებსა და სხვა სახის დოკუმენტებზე მუშაობას. აქტიურად ვთანამშრომლობ კერძო კომპანიებთან, ბიზნეს სამართლის მიმართულებით გთავაზობთ მომსახურებას. ჩემი გამოცდილება ადვოკატობამდე მოიცავს, იურისტად მუშაობას სხვადასხვა კერძო კომპანიასთან. ასევე აქტიურად ვიყავი ჩართული საიას სხვადასხვა პროექტში. 2014 წლიდან ვარ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრი. ვატარებ ტრენინგებს სხვადასხვა ორგანიზაციებისთვის სამართლის მოთხოვნად თემებზე.

პროფილის ნახვა
პროფილი
მარიამ ჯორბენაძე | legal.ge

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

4 ბეჯი

2024 წელს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში დავასრულე სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი. 2022-2023 წლებში ვიყავი ბათუმის საქალაქო სასამართლოს სტაჟიორი. 2023-2025 წლებში ვიყავი პარალეგალი აჭარის რეგონში. 2026 წლიდან ვარ ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.

პროფილის ნახვა
პროფილი
მხოლოდ ვერიფიცირებული პროფილებიკითხვა ინახება კონფიდენციალურად