---
title: "ადამიანის მონობის თანამედროვე პირობებში ჩაყენება — იურიდიული განმარტება"
url: "https://legal.ge/ka/glossary/adamianis-monobis-tanamedrove-pirobebshi-chaqeneba"
term_ka: "ადამიანის მონობის თანამედროვე პირობებში ჩაყენება"
statutory_definitions: 1
judicial_sources: "საქართველოს საკანონმდებლო მაცნე"
publisher: "Legal.Ge"
---

# ადამიანის მონობის თანამედროვე პირობებში ჩაყენება

> წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე.
> ციტირება: „ადამიანის მონობის თანამედროვე პირობებში ჩაყენება“, იურიდიული ლექსიკონი, Legal.Ge, https://legal.ge/ka/glossary/adamianis-monobis-tanamedrove-pirobebshi-chaqeneba

## საკანონმდებლო განმარტებები

### [ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ — მუხლი 3](https://legal.ge/ka/law/26152-adamianit-vachrobis-trepikingis-winaaghmdeg-brdzolis-shesakheb/3)

ადამიანისათვის ისეთი მდგომარეობის შექმნა, როდესაც ის ანაზღაურებით, არაადეკვატური ანაზღაურებით ან ანაზღაურების გარეშე, სხვა პირის სასარგებლოდ ასრულებს სამუშაოს ან ეწევა მომსახურებას და მას არ შეუძლია ამ გარემოების შეცვლა ამ პირზე დამოკიდებულების გამო. პირზე დამოკიდებულება შეიძლება გამოწვეული იყოს, მათ შორის: თ.ა) პიროვნების საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ჩამორთმევით, კონტროლით ან განზრახ ხელყოფით; თ.ბ) თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვით ან თავისუფალი გადაადგილების კონტროლით; თ.გ) ოჯახის წევრთან ან სხვა პირთან კომუნიკაციის, მათ შორის, მიმოწერისა და სატელეფონო კონტაქტის, შეზღუდვით ან კონტროლით; თ.დ) იძულებითი ან დამაშინებელი გარემოს შექმნით
