---
title: "ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი — იურიდიული განმარტება"
url: "https://legal.ge/ka/glossary/administratsiul-teknikuri-personali"
term_ka: "ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი"
statutory_definitions: 1
judicial_sources: "საქართველოს საკანონმდებლო მაცნე"
publisher: "Legal.Ge"
---

# ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი

> წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე.
> ციტირება: „ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი“, იურიდიული ლექსიკონი, Legal.Ge, https://legal.ge/ka/glossary/administratsiul-teknikuri-personali

## საკანონმდებლო განმარტებები

### [დიპლომატიური სამსახურის შესახებ — მუხლი 2](https://legal.ge/ka/law/20158-diplomatiuri-samsakhuris-shesakheb/2)

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სამინისტროს საშტატო არადიპლომატიურ თანამდებობაზე დანიშნული პროფესიული საჯარო მოხელეები, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები – საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ადმინისტრაციულ-ტექნიკურ მომსახურებას უწევენ სამინისტროს ცენტრალურ აპარატს, დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებს, ხელს უწყობენ სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებს თავიანთი უფლებამოსილებების განხორციელებაში. ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი იყოფა შემდეგ კატეგორიებად
