---
title: "ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება და კანონიერი ნდობა — იურიდიული განმარტება"
url: "https://legal.ge/ka/glossary/administratsiuli-organos-dapireba-da-kanonieri-ndoba"
term_ka: "ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება და კანონიერი ნდობა"
judicial_sources: "უზენაესი სასამართლო · ადმინისტრაციული სამართალი"
publisher: "Legal.Ge"
---

# ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება და კანონიერი ნდობა

> წყარო: უზენაესი სასამართლო · ადმინისტრაციული სამართალი.
> ციტირება: „ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება და კანონიერი ნდობა“, იურიდიული ლექსიკონი, Legal.Ge, https://legal.ge/ka/glossary/administratsiuli-organos-dapireba-da-kanonieri-ndoba

## უზენაესი სასამართლო · ადმინისტრაციული სამართალი

კანონიერი ნდობის საფუძველი შეიძლება იყოს ორგანოს წერილობითი და მართლზომიერი დაპირება, რომლის შინაარსიდან აშკარად გამომდინარეობს კონკრეტული ქმედების შესრულების ვალდებულება. კანონიერი ნდობა ვერ დაეფუძნება კანონსაწინააღმდეგო დაპირებას; შესაბამისი ნორმატიული აქტის შეცვლის გამო დაწესებული მოთხოვნების ვეღარ დაკმაყოფილების შემთხვევაშიც იგი ვერ იარსებებს.

ნორმატიული საფუძველი: [საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლი](https://legal.ge/ka/law/16270-sakartvelos-zogadi-administratsiuli-kodeksi/9)

### სასამართლო პრეცედენტები

- [№ბს-1135(კ-22) (2023-09-26)](https://legal.ge/ka/case-law/admin/83077-bs-1135-k-2022-sakutreba-sajaro-reestri#p-46)
- [№ბს-773(კ-22) (2024-02-14)](https://legal.ge/ka/case-law/admin/83641-bs-773-k-2022-sotsialuri-datsva-devnilebi)
