---
title: "ადვოკატის პროფესიული საიდუმლოება — იურიდიული განმარტება"
url: "https://legal.ge/ka/glossary/advokatis-propesiuli-saidumloeba"
term_ka: "ადვოკატის პროფესიული საიდუმლოება"
judicial_sources: "ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისია"
publisher: "Legal.Ge"
---

# ადვოკატის პროფესიული საიდუმლოება

> წყარო: ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისია.
> ციტირება: „ადვოკატის პროფესიული საიდუმლოება“, იურიდიული ლექსიკონი, Legal.Ge, https://legal.ge/ka/glossary/advokatis-propesiuli-saidumloeba

## ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისია

ეს არის საადვოკატო საქმიანობის პრინციპი, რომლის მიხედვითაც, კანონით პირდაპირ დადგენილი გამონაკლისების გარდა, ადვოკატმა კლიენტისგან მიღებული ინფორმაცია მესამე პირებისთვის ხელმისაწვდომი არ უნდა გახადოს. საიდუმლოდ შენახვის ვალდებულება დროში შეზღუდული არ არის და ვრცელდება არსებული, ყოფილი და პოტენციური კლიენტის საქმის შესახებ ინფორმაციაზე.

ნორმატიული საფუძველი: ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსი მუხლი 4 ნაწილი 4 პუნქტი გ

### სასამართლო პრეცედენტები

- [№014/18 (2019-01-31)](https://legal.ge/ka/law/ethics/679-014-18-konpidentsialuri-inpormatsiis-datsva#p-24)
- [№164/18 (2019-02-18)](https://legal.ge/ka/law/ethics/755-164-18-konpidentsialoba#p-41)
