---
title: "ადვოკატისა და პოტენციური კლიენტის ურთიერთობა — იურიდიული განმარტება"
url: "https://legal.ge/ka/glossary/advokatisa-da-potentsiuri-klientis-urtiertoba"
term_ka: "ადვოკატისა და პოტენციური კლიენტის ურთიერთობა"
judicial_sources: "ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისია"
publisher: "Legal.Ge"
---

# ადვოკატისა და პოტენციური კლიენტის ურთიერთობა

> წყარო: ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისია.
> ციტირება: „ადვოკატისა და პოტენციური კლიენტის ურთიერთობა“, იურიდიული ლექსიკონი, Legal.Ge, https://legal.ge/ka/glossary/advokatisa-da-potentsiuri-klientis-urtiertoba

## ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისია

ადვოკატსა და კლიენტს შორის ურთიერთობა პოტენციური კლიენტისთვის სამართლებრივი კონსულტაციის გაწევის მომენტიდან იწყება. ამ ურთიერთობისას ადვოკატს ეთიკური ვალდებულებები ხელშეკრულების გაფორმების გარეშეც წარმოეშობა.

ნორმატიული საფუძველი: ადვოკატთა შესახებ საქართველოს კანონი მ. 2

### სასამართლო პრეცედენტები

- [№025/20 (2020-08-14)](https://legal.ge/ka/law/ethics/898-025-20-kvalipitsiuri-da-ketilsindisieri-momsakhureba#p-25)
