---
title: "ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოებები — იურიდიული განმარტება"
url: "https://legal.ge/ka/glossary/akhlad-gamovlenili-samartlebrivi-garemoebebi"
term_ka: "ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოებები"
judicial_sources: "უზენაესი სასამართლო · სისხლის სამართალი"
publisher: "Legal.Ge"
---

# ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოებები

> წყარო: უზენაესი სასამართლო · სისხლის სამართალი.
> ციტირება: „ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოებები“, იურიდიული ლექსიკონი, Legal.Ge, https://legal.ge/ka/glossary/akhlad-gamovlenili-samartlebrivi-garemoebebi

## უზენაესი სასამართლო · სისხლის სამართალი

სამართლებრივი გარემოებები, რომლებიც განაპირობებს უკანონო ან დაუსაბუთებელი სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვას. მათ მიეკუთვნება გამოყენებული კანონის არაკონსტიტუციურად ცნობა და გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ პასუხისმგებლობის გამაუქმებელი ან შემამსუბუქებელი ახალი კანონის მიღება.

ნორმატიული საფუძველი: სსსკ 593(3)

### სასამართლო პრეცედენტები

- [№18საზ-06 (2009-02-11)](https://legal.ge/ka/case-law/criminal/38317-18saz-06-skesobrivi-danashauli#p-14)
