---
title: "აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონება — იურიდიული განმარტება"
url: "https://legal.ge/ka/glossary/apkhazetis-avtonomiuri-respublikis-koneba"
term_ka: "აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონება"
statutory_definitions: 1
judicial_sources: "საქართველოს საკანონმდებლო მაცნე"
publisher: "Legal.Ge"
---

# აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონება

> წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე.
> ციტირება: „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონება“, იურიდიული ლექსიკონი, Legal.Ge, https://legal.ge/ka/glossary/apkhazetis-avtonomiuri-respublikis-koneba

## საკანონმდებლო განმარტებები

### [აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ — მუხლი 2](https://legal.ge/ka/law/4084525-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-konebis-shesakheb/2)

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული მოძრავი და უძრავი ქონება და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელიც იქმნება: ა.ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემით; ა.ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით შეძენილი ან შექმნილი ქონებით; ა.გ) კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლებით შეძენილი ან შექმნილი ქონებით
