---
title: "არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებების ლეგალიზაცია — იურიდიული განმარტება"
url: "https://legal.ge/ka/glossary/aradeklarirebuli-sagadasakhado-valdebulebebis-legalizatsia"
term_ka: "არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებების ლეგალიზაცია"
judicial_sources: "უზენაესი სასამართლო · ადმინისტრაციული სამართალი"
publisher: "Legal.Ge"
---

# არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებების ლეგალიზაცია

> წყარო: უზენაესი სასამართლო · ადმინისტრაციული სამართალი.
> ციტირება: „არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებების ლეგალიზაცია“, იურიდიული ლექსიკონი, Legal.Ge, https://legal.ge/ka/glossary/aradeklarirebuli-sagadasakhado-valdebulebebis-legalizatsia

## უზენაესი სასამართლო · ადმინისტრაციული სამართალი

ამნისტიის მიზნებისთვის ფასდება თავად საგადასახადო ვალდებულების დეკლარირება და აღრიცხვა. კანონით დადგენილი წესით დეკლარირებული, დარიცხული და აღრიცხული, მაგრამ გადაუხდელი ვალდებულება ლეგალიზაციას არ ექვემდებარება.

ნორმატიული საფუძველი: ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ საქართველოს კანონი

### სასამართლო პრეცედენტები

- [№ბს-873-835(კ-09) (2010-01-21)](https://legal.ge/ka/case-law/admin/66530-bs-873-835-k-09-sagadasakhado-dava#p-46)
