---
title: "არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესი — იურიდიული განმარტება"
url: "https://legal.ge/ka/glossary/arasrulwlovanis-sauketeso-interesi"
term_ka: "არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესი"
statutory_definitions: 1
judicial_sources: "საქართველოს საკანონმდებლო მაცნე"
publisher: "Legal.Ge"
---

# არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესი

> წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე.
> ციტირება: „არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესი“, იურიდიული ლექსიკონი, Legal.Ge, https://legal.ge/ka/glossary/arasrulwlovanis-sauketeso-interesi

## საკანონმდებლო განმარტებები

### [საერთაშორისო დაცვის შესახებ — მუხლი 3](https://legal.ge/ka/law/6561538-saertashoriso-datsvis-shesakheb/3)

არასრულწლოვანის უსაფრთხოების, კეთილდღეობის, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, განვითარების, სოციალურ-ეკონომიკური და სხვა ინტერესები, რომლებიც ბავშვთა უფლებების დაცვის სფეროში დადგენილი საერთაშორისო სტანდარტების, არასრულწლოვანის ინდივიდუალური მახასიათებლებისა და მისი მოსაზრების გათვალისწინებით განისაზღვრება და შეესაბამება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის „ბავშვის უფლებათა კონვენციას“
