---
title: "ბინადრობის ნებართვაზე უარის შეფასება — იურიდიული განმარტება"
url: "https://legal.ge/ka/glossary/binadrobis-nebartvaze-uaris-shepaseba"
term_ka: "ბინადრობის ნებართვაზე უარის შეფასება"
judicial_sources: "უზენაესი სასამართლო · ადმინისტრაციული სამართალი"
publisher: "Legal.Ge"
---

# ბინადრობის ნებართვაზე უარის შეფასება

> წყარო: უზენაესი სასამართლო · ადმინისტრაციული სამართალი.
> ციტირება: „ბინადრობის ნებართვაზე უარის შეფასება“, იურიდიული ლექსიკონი, Legal.Ge, https://legal.ge/ka/glossary/binadrobis-nebartvaze-uaris-shepaseba

## უზენაესი სასამართლო · ადმინისტრაციული სამართალი

ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვაზე უარის შეფასებისას ერთმანეთს უნდა შეუპირისპირდეს ოჯახის ერთიანობა და ბავშვთა საუკეთესო ინტერესები, ერთი მხრივ, და ეროვნული უშიშროებისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მიზნებისათვის უფლებაში ჩარევის თანაზომიერება და აუცილებლობა, მეორე მხრივ.

ნორმატიული საფუძველი: ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლი

### სასამართლო პრეცედენტები

- [№ბს-623(კ-25) (2025-11-04)](https://legal.ge/ka/case-law/admin/86025-bs-623-k-2025-migratsia-moqalaqeoba#p-40)
