---
title: "დამთავრებული ქურდობა — იურიდიული განმარტება"
url: "https://legal.ge/ka/glossary/damtavrebuli-kurdoba"
term_ka: "დამთავრებული ქურდობა"
judicial_sources: "უზენაესი სასამართლო · სისხლის სამართალი"
publisher: "Legal.Ge"
---

# დამთავრებული ქურდობა

> წყარო: უზენაესი სასამართლო · სისხლის სამართალი.
> ციტირება: „დამთავრებული ქურდობა“, იურიდიული ლექსიკონი, Legal.Ge, https://legal.ge/ka/glossary/damtavrebuli-kurdoba

## უზენაესი სასამართლო · სისხლის სამართალი

ქურდობა დამთავრებულია იმ მომენტიდან, როდესაც დამნაშავე დაეუფლა სხვის ქონებას და მისი საკუთარი შეხედულებით განკარგვის რეალური შესაძლებლობა აქვს, მიუხედავად იმისა, გამოიყენა თუ არა ეს შესაძლებლობა.

ნორმატიული საფუძველი: სსკ 177

### სასამართლო პრეცედენტები

- [№351აპ-12 (2012-12-25)](https://legal.ge/ka/case-law/criminal/42292-351ap-12-sakutrebis-danashauli#p-26)
- [№690აპ-24 (2024-09-20)](https://legal.ge/ka/case-law/criminal/56875-690ap-24-sakutrebis-danashauli#p-42)
