---
title: "დანაშაულის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად ჩადენა — იურიდიული განმარტება"
url: "https://legal.ge/ka/glossary/danashaulis-winaswari-shetankhmebit-jgupurad-chadena"
term_ka: "დანაშაულის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად ჩადენა"
judicial_sources: "უზენაესი სასამართლო · სისხლის სამართალი"
publisher: "Legal.Ge"
---

# დანაშაულის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად ჩადენა

> წყარო: უზენაესი სასამართლო · სისხლის სამართალი.
> ციტირება: „დანაშაულის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად ჩადენა“, იურიდიული ლექსიკონი, Legal.Ge, https://legal.ge/ka/glossary/danashaulis-winaswari-shetankhmebit-jgupurad-chadena

## უზენაესი სასამართლო · სისხლის სამართალი

დანაშაული წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურადაა ჩადენილი, თუ მონაწილეები მისი ერთობლივად ჩასადენად ობიექტური შემადგენლობის განხორციელების დაწყებამდე შეკავშირდნენ. შეთანხმება შეიძლება გამოიხატოს სიტყვიერად ან არავერბალურად, მათ შორის ჟესტებითა და მიმიკით.

ნორმატიული საფუძველი: სსკ 27(2)

### სასამართლო პრეცედენტები

- [№1399აპ-23 (2024-03-05)](https://legal.ge/ka/case-law/criminal/56113-1399ap-23-sakutrebis-danashauli#p-55)
