---
title: "დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო — იურიდიული განმარტება"
url: "https://legal.ge/ka/glossary/datsuli-adgilwarmoshobis-dasakhelebis-ghvino"
term_ka: "დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო"
statutory_definitions: 1
judicial_sources: "საქართველოს საკანონმდებლო მაცნე"
publisher: "Legal.Ge"
---

# დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო

> წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე.
> ციტირება: „დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო“, იურიდიული ლექსიკონი, Legal.Ge, https://legal.ge/ka/glossary/datsuli-adgilwarmoshobis-dasakhelebis-ghvino

## საკანონმდებლო განმარტებები

### [ვაზისა და ღვინის შესახებ — მუხლი 3](https://legal.ge/ka/law/28102-vazisa-da-ghvinis-shesakheb/3)

ღვინო, რომელიც წარმოებულია (ყურძენი მოყვანილი და გადამუშავებულია, ღვინო დამზადებულია) ვიტის ვინიფერას სახეობაში შემავალი ვაზის ჯიშებისგან მევენახეობის ზონაში, მევენახეობის ქვეზონაში, მევენახეობის მიკროზონაში ან მათ გაერთიანებულ ნაწილში (შემდგომ – გეოგრაფიული ადგილი), რომლის განსაკუთრებული ხარისხი და თვისებები მთლიანად ან ძირითადად განპირობებულია ამ გეოგრაფიული ადგილისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი და ადამიანის ფაქტორებით, რომლის საწარმოებლად გამოიყენება მხოლოდ აღნიშნულ გეოგრაფიულ ადგილზე მოყვანილი ყურძენი, რომელსაც მინიჭებული აქვს იმავე გეოგრაფიული ადგილის სახელი და რომელიც რეგისტრირებულია საქპატენტში
