---
title: "დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა — იურიდიული განმარტება"
url: "https://legal.ge/ka/glossary/devnilis-grdzelvadiani-satskhovreblit-uzrunvelqopa"
term_ka: "დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა"
statutory_definitions: 1
judicial_sources: "საქართველოს საკანონმდებლო მაცნე · უზენაესი სასამართლო · ადმინისტრაციული სამართალი"
publisher: "Legal.Ge"
---

# დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა

> წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე · უზენაესი სასამართლო · ადმინისტრაციული სამართალი.
> ციტირება: „დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა“, იურიდიული ლექსიკონი, Legal.Ge, https://legal.ge/ka/glossary/devnilis-grdzelvadiani-satskhovreblit-uzrunvelqopa

## უზენაესი სასამართლო · ადმინისტრაციული სამართალი

დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა; უზრუნველყოფა ხდება წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე.

ნორმატიული საფუძველი: [საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ საქართველოს კანონი](https://legal.ge/ka/law/2244506/4)

### სასამართლო პრეცედენტები

- [№ბს-799(კ-23) (2023-10-05)](https://legal.ge/ka/case-law/admin/83164-bs-799-k-2023-sotsialuri-datsva-devnilebi#p-34)
- [№ბს-1262(კ-24) (2025-03-10)](https://legal.ge/ka/case-law/admin/85156-bs-1262-k-2024-sotsialuri-datsva-devnilebi)
- [№ბს-407(კ-20) (2020-11-06)](https://legal.ge/ka/case-law/admin/79020-bs-407-k-20-sotsialuri-datsva-devnilebi)
- [№ბს-1129(კ-20) (2021-03-25)](https://legal.ge/ka/case-law/admin/79363-bs-1129-k-20-sotsialuri-datsva-devnilebi)
- [№ბს-263(კ-24) (2024-10-23)](https://legal.ge/ka/case-law/admin/84555-bs-263-k-2024-sotsialuri-datsva-devnilebi)
## საკანონმდებლო განმარტებები

### [საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ — მუხლი 4](https://legal.ge/ka/law/2244506-sakartvelos-okupirebuli-teritoriebidan-idzulebit-gadaadgilebul-pirta-d/4)

დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა
