---
title: "დევნილის მოწმობა — იურიდიული განმარტება"
url: "https://legal.ge/ka/glossary/devnilis-mowmoba"
term_ka: "დევნილის მოწმობა"
statutory_definitions: 1
judicial_sources: "საქართველოს საკანონმდებლო მაცნე"
publisher: "Legal.Ge"
---

# დევნილის მოწმობა

> წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე.
> ციტირება: „დევნილის მოწმობა“, იურიდიული ლექსიკონი, Legal.Ge, https://legal.ge/ka/glossary/devnilis-mowmoba

## საკანონმდებლო განმარტებები

### [საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ — მუხლი 4](https://legal.ge/ka/law/2244506-sakartvelos-okupirebuli-teritoriebidan-idzulebit-gadaadgilebul-pirta-d/4)

სამინისტროს ან მის სისტემაში შემავალი ტერიტორიული ორგანოს (შემდგომ – ტერიტორიული ორგანო) მიერ დევნილზე გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებას. თუ დევნილის რეგისტრაციის ადგილი და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი ერთმანეთს ემთხვევა, დევნილის მოწმობა ასევე არის საცხოვრებელი ფართობის მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდა დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შემთხვევისა
