---
title: "დევნილის შვილისთვის დევნილის სტატუსის მინიჭება — იურიდიული განმარტება"
url: "https://legal.ge/ka/glossary/devnilis-shvilistvis-devnilis-statusis-minicheba"
term_ka: "დევნილის შვილისთვის დევნილის სტატუსის მინიჭება"
judicial_sources: "უზენაესი სასამართლო · ადმინისტრაციული სამართალი"
publisher: "Legal.Ge"
---

# დევნილის შვილისთვის დევნილის სტატუსის მინიჭება

> წყარო: უზენაესი სასამართლო · ადმინისტრაციული სამართალი.
> ციტირება: „დევნილის შვილისთვის დევნილის სტატუსის მინიჭება“, იურიდიული ლექსიკონი, Legal.Ge, https://legal.ge/ka/glossary/devnilis-shvilistvis-devnilis-statusis-minicheba

## უზენაესი სასამართლო · ადმინისტრაციული სამართალი

პირს, რომლის ერთ ან ორივე მშობელს მინიჭებული აქვს ან ჰქონდა დევნილის სტატუსი, შეუძლია კანონით დადგენილი წესით მიიღოს სტატუსი არასრულწლოვანებისას კანონიერი წარმომადგენლის მეშვეობით, ხოლო არასრულწლოვანებისას სტატუსის არმინიჭების შემთხვევაში სრულწლოვანებისას პირადი განცხადებით.

ნორმატიული საფუძველი: [საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები](https://legal.ge/ka/law/1208370/6)

### სასამართლო პრეცედენტები

- [№ბს-688(კ-24) (2024-09-20)](https://legal.ge/ka/case-law/admin/84446-bs-688-k-2024-sotsialuri-datsva-devnilebi#p-32)
- [№ბს-558(კ-24) (2024-10-22)](https://legal.ge/ka/case-law/admin/84542-bs-558-k-2024-sotsialuri-datsva-devnilebi)
