---
title: "დისციპლინური სახდელის მიზანი — იურიდიული განმარტება"
url: "https://legal.ge/ka/glossary/distsiplinuri-sakhdelis-mizani"
term_ka: "დისციპლინური სახდელის მიზანი"
judicial_sources: "ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისია"
publisher: "Legal.Ge"
---

# დისციპლინური სახდელის მიზანი

> წყარო: ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისია.
> ციტირება: „დისციპლინური სახდელის მიზანი“, იურიდიული ლექსიკონი, Legal.Ge, https://legal.ge/ka/glossary/distsiplinuri-sakhdelis-mizani

## ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისია

დისციპლინირება ემსახურება ადვოკატის მიერ დარღვევის გაცნობიერებასა და შემდგომი გადაცდომის პრევენციას. სახდელი ასევე იცავს საზოგადოებას არაეთიკური ქცევისგან და პროფესიულ ღირებულებებს, რითაც ხელს უწყობს პროფესიისადმი საზოგადოებრივი ნდობის დამკვიდრებას.

ნორმატიული საფუძველი: ადვოკატთა შესახებ კანონი მ. 32(1), მ. 34(1)(ა)

### სასამართლო პრეცედენტები

- [№039/18 (2019-04-24)](https://legal.ge/ka/law/ethics/782-039-18-shedegis-garantiis-akrdzalva#p-74)
- [№033/18 (2019-01-30)](https://legal.ge/ka/law/ethics/731-033-18-kolegialoba#p-78)
