---
title: "დოკუმენტის მწარმოებელი — იურიდიული განმარტება"
url: "https://legal.ge/ka/glossary/dokumentis-mwarmoebeli"
term_ka: "დოკუმენტის მწარმოებელი"
statutory_definitions: 1
judicial_sources: "საქართველოს საკანონმდებლო მაცნე"
publisher: "Legal.Ge"
---

# დოკუმენტის მწარმოებელი

> წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე.
> ციტირება: „დოკუმენტის მწარმოებელი“, იურიდიული ლექსიკონი, Legal.Ge, https://legal.ge/ka/glossary/dokumentis-mwarmoebeli

## საკანონმდებლო განმარტებები

### [დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ — მუხლი 3](https://legal.ge/ka/law/2455838-dokumentis-savaldebulo-egzemplaris-shesakheb/3)

ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის მომზადებასა და პუბლიკაციას (გამოშვებას). დოკუმენტების მწარმოებლები არიან გამომცემლები, საგამომცემლო-პოლიგრაფიული და პოლიგრაფიული საწარმოები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა რედაქციები, მუსიკალურ გამოცემათა მწარმოებელი ორგანიზაციები, ტელე- და რადიოკომიტეტები, კინოსტუდიები, ვიდეო- და კინემატოგრაფიული საწარმოები, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები, სახელმწიფო სტრუქტურები, უმაღლესი სასწავლებლები, საპროექტო, საკონსტრუქტორო და სხვა დაწესებულებები და ორგანიზაციები, აგრეთვე კერძო პირები, რომლებიც ამზადებენ და გამოსცემენ სხვადასხვა სახეობის დოკუმენტებს
