---
title: "dolus directus (პირდაპირი განზრახვა) — იურიდიული განმარტება"
url: "https://legal.ge/ka/glossary/dolus-directus-pirdapiri-ganzrakhva"
term_ka: "dolus directus (პირდაპირი განზრახვა)"
alternate_names: "dolus directus"
judicial_sources: "უზენაესი სასამართლო · სისხლის სამართალი"
publisher: "Legal.Ge"
---

# dolus directus (პირდაპირი განზრახვა)

> წყარო: უზენაესი სასამართლო · სისხლის სამართალი.
> ციტირება: „dolus directus (პირდაპირი განზრახვა)“, იურიდიული ლექსიკონი, Legal.Ge, https://legal.ge/ka/glossary/dolus-directus-pirdapiri-ganzrakhva
> სინონიმები / EN: dolus directus

## უზენაესი სასამართლო · სისხლის სამართალი

ქმედება ჩადენილია პირდაპირი განზრახვით, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ან ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას (სსკ-ის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილი).

ნორმატიული საფუძველი: სსკ 9(2)
