---
title: "dolus eventualis (არაპირდაპირი განზრახვა) — იურიდიული განმარტება"
url: "https://legal.ge/ka/glossary/dolus-eventualis-arapirdapiri-ganzrakhva"
term_ka: "dolus eventualis (არაპირდაპირი განზრახვა)"
alternate_names: "dolus eventualis"
judicial_sources: "უზენაესი სასამართლო · სისხლის სამართალი"
publisher: "Legal.Ge"
---

# dolus eventualis (არაპირდაპირი განზრახვა)

> წყარო: უზენაესი სასამართლო · სისხლის სამართალი.
> ციტირება: „dolus eventualis (არაპირდაპირი განზრახვა)“, იურიდიული ლექსიკონი, Legal.Ge, https://legal.ge/ka/glossary/dolus-eventualis-arapirdapiri-ganzrakhva
> სინონიმები / EN: dolus eventualis

## უზენაესი სასამართლო · სისხლის სამართალი

ქმედება ჩადენილია არაპირდაპირი განზრახვით, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას (სსკ-ის მე-9 მუხლის მე-3 ნაწილი).

ნორმატიული საფუძველი: სსკ 9(3)
