---
title: "ძალადობის სისტემატურობა — იურიდიული განმარტება"
url: "https://legal.ge/ka/glossary/dzaladobis-sistematuroba"
term_ka: "ძალადობის სისტემატურობა"
judicial_sources: "უზენაესი სასამართლო · სისხლის სამართალი"
publisher: "Legal.Ge"
---

# ძალადობის სისტემატურობა

> წყარო: უზენაესი სასამართლო · სისხლის სამართალი.
> ციტირება: „ძალადობის სისტემატურობა“, იურიდიული ლექსიკონი, Legal.Ge, https://legal.ge/ka/glossary/dzaladobis-sistematuroba

## უზენაესი სასამართლო · სისხლის სამართალი

სისტემატურობა გულისხმობს ძალადობის გარკვეული პერმანენტულობით, გამუდმებით, განუწყვეტლივ და რეგულარულად განმეორებას, რაც ქმნის სისტემას. პალატის განმარტებით, მომდევნო ქმედება სულ მცირე ორჯერ უნდა განმეორდეს და ქმედებები დროში ისე უნდა უკავშირდებოდეს ერთმანეთს, რომ დაზარალებული ჯერ კიდევ განიცდიდეს წინარე ძალადობის ტრავმას.

ნორმატიული საფუძველი: სსკ 11^1 და 126(2)

### სასამართლო პრეცედენტები

- [№376აპ-22 (2022-07-08)](https://legal.ge/ka/case-law/criminal/54306-376ap-22-ojakhshi-dzaladoba#p-38)
