---
title: "ენერგიის მთლიანი საბოლოო მოხმარება — იურიდიული განმარტება"
url: "https://legal.ge/ka/glossary/energiis-mtliani-saboloo-mokhmareba"
term_ka: "ენერგიის მთლიანი საბოლოო მოხმარება"
statutory_definitions: 1
judicial_sources: "საქართველოს საკანონმდებლო მაცნე"
publisher: "Legal.Ge"
---

# ენერგიის მთლიანი საბოლოო მოხმარება

> წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე.
> ციტირება: „ენერგიის მთლიანი საბოლოო მოხმარება“, იურიდიული ლექსიკონი, Legal.Ge, https://legal.ge/ka/glossary/energiis-mtliani-saboloo-mokhmareba

## საკანონმდებლო განმარტებები

### [განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ — მუხლი 2](https://legal.ge/ka/law/4737753-ganakhlebadi-wqaroebidan-energiis-warmoebisa-da-gamoqenebis-wakhaliseb/2)

ენერგიის შემცველი საქონელი, რომელიც ენერგეტიკული მიზნებისთვის მიეწოდება მრეწველობას, ტრანსპორტს, საყოფაცხოვრებო სექტორს, მომსახურების სფეროებს, მათ შორის, საჯარო მომსახურების სფეროებს, სოფლის მეურნეობას, სატყეო მრეწველობას, თევზის მეურნეობასა და თევზგადასამუშავებელ საწარმოს, ელექტროენერგიისა და სითბოს მწარმოებელი ენერგეტიკული ობიექტების მიერ ელექტროენერგიისა და სითბოს მოხმარება, ელექტროენერგიისა და სითბოს დანაკარგები ელექტროენერგიისა და სითბოს განაწილებისა და გადაცემის დროს
