---
title: "ეროვნული სავალდებულო ეგზემპლარი — იურიდიული განმარტება"
url: "https://legal.ge/ka/glossary/erovnuli-savaldebulo-egzemplari"
term_ka: "ეროვნული სავალდებულო ეგზემპლარი"
statutory_definitions: 1
judicial_sources: "საქართველოს საკანონმდებლო მაცნე"
publisher: "Legal.Ge"
---

# ეროვნული სავალდებულო ეგზემპლარი

> წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე.
> ციტირება: „ეროვნული სავალდებულო ეგზემპლარი“, იურიდიული ლექსიკონი, Legal.Ge, https://legal.ge/ka/glossary/erovnuli-savaldebulo-egzemplari

## საკანონმდებლო განმარტებები

### [დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ — მუხლი 3](https://legal.ge/ka/law/2455838-dokumentis-savaldebulo-egzemplaris-shesakheb/3)

სხვადასხვა სახეობის დოკუმენტის ეგზემპლარი, რომელიც დამზადებულია საქართველოს ტერიტორიაზე ან მისი ფარგლების გარეთ, საქართველოში რეგისტრირებული ორგანიზაციების ან პირების შეკვეთით, აგრეთვე დოკუმენტი, რომელიც იმპორტირებულია საქართველოში საზოგადოებრივი გავრცელებისათვის და რომელიც შესაბამის ორგანიზაციებს ამ კანონით დადგენილი წესით უსასყიდლოდ უნდა გადაეცეს. ეროვნული სავალდებულო ეგზემპლარებით კომპლექტდება დოკუმენტების ეროვნული მიმღებები
