---
title: "ევროჯასტში მეკავშირე პროკურორი — იურიდიული განმარტება"
url: "https://legal.ge/ka/glossary/evrojastshi-mekavshire-prokurori"
term_ka: "ევროჯასტში მეკავშირე პროკურორი"
statutory_definitions: 2
judicial_sources: "საქართველოს საკანონმდებლო მაცნე"
publisher: "Legal.Ge"
---

# ევროჯასტში მეკავშირე პროკურორი

> წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე.
> ციტირება: „ევროჯასტში მეკავშირე პროკურორი“, იურიდიული ლექსიკონი, Legal.Ge, https://legal.ge/ka/glossary/evrojastshi-mekavshire-prokurori

## საკანონმდებლო განმარტებები

### [პროკურატურის შესახებ — მუხლი 2](https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/2)

საქართველოს პროკურატურის მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით ევროჯასტში მივლინებული პროკურორი, რომელსაც ნიშნავს გენერალური პროკურორი და რომლის უფლებამოსილებანი და საქმიანობის წესი განისაზღვრება „საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ“ 2019 წლის 29 მარტის შეთანხმებით, ამ კანონითა და საქართველოს სხვა ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით

### [დიპლომატიური სამსახურის შესახებ — მუხლი 2](https://legal.ge/ka/law/20158-diplomatiuri-samsakhuris-shesakheb/2)

საქართველოს პროკურატურის მიერ სამინისტროსთან შეთანხმებით ევროჯასტში მივლინებული პირი, რომლის უფლებამოსილებანი და საქმიანობის წესი განისაზღვრება „საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ“ 2019 წლის 29 მარტის შეთანხმებითა და საქართველოს სხვა ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით
