---
title: "გადახდისუუნარობა — იურიდიული განმარტება"
url: "https://legal.ge/ka/glossary/gadakhdisuunaroba"
term_ka: "გადახდისუუნარობა"
alternate_names: "insolvency"
statutory_definitions: 2
judicial_sources: "საქართველოს საკანონმდებლო მაცნე · უზენაესი სასამართლო · ადმინისტრაციული სამართალი"
publisher: "Legal.Ge"
---

# გადახდისუუნარობა

> წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე · უზენაესი სასამართლო · ადმინისტრაციული სამართალი.
> ციტირება: „გადახდისუუნარობა“, იურიდიული ლექსიკონი, Legal.Ge, https://legal.ge/ka/glossary/gadakhdisuunaroba
> სინონიმები / EN: insolvency

## უზენაესი სასამართლო · ადმინისტრაციული სამართალი

სასამართლომ გამოიყენა საწარმოს მიერ დადგენილ ვადაში საგადასახადო ან სასესხო დავალიანების სრულად დაფარვის შეუძლებლობის განმარტება და აღნიშნა, რომ აუცილებელი არ არის ვალდებულების სრულად შესრულების ბოლო ვადა უკვე დამდგარი იყოს.

ნორმატიული საფუძველი: საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ კანონის პირველი მუხლის ზ ქვეპუნქტი

### სასამართლო პრეცედენტები

- [№ბს-591-559(კ-06) (2006-11-29)](https://legal.ge/ka/case-law/admin/62000-bs-591-559-k-06-aghsruleba-shesqidvebi#p-75)
## საკანონმდებლო განმარტებები

### [ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ — მუხლი 2](https://legal.ge/ka/law/6001175-pasian-kaghaldebad-gardakmnis-shesakheb/2)

მდგომარეობა, როდესაც: ჩ.ა) სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ან სეკიურიტიზაციის განყოფილების აქტივები (ვადიანობის მიუხედავად) ვეღარ ფარავს მისი მთლიანი ვალდებულებების (მათ შორის, სამომავლო და პირობითი ვალდებულებების) ჯამს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს იმის მაღალი ალბათობა, რომ საქმიანობის გაგრძელების შემთხვევაში აღმოიფხვრება აქტივებთან შედარებით ვალდებულებების მეტობა; ჩ.ბ) სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეული ან სეკიურიტიზაციის განყოფილება ვერ ფარავს ვადამოსულ ვალდებულებებს (ლიკვიდობის დეფიციტი), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს იმის მაღალი ალბათობა, რომ დროის გონივრულად მცირე მონაკვეთში შესაძლებელი იქნება ლიკვიდობის დეფიციტის მთლიანად ან არსებითად მთლიანად აღმოფხვრა

### [საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ — მუხლი 1](https://legal.ge/ka/law/13396-sagadasakhado-davalianebebisa-da-sakhelmwipo-seskhebis-restrukturizats/1)

საწარმოს მიერ სასესხო დავალიანების დადგენილ ვადაში დაფარვის შეუძლებლობა
