---
title: "განახლებად ენერგიასთან დაკავშირებული ვალდებულება — იურიდიული განმარტება"
url: "https://legal.ge/ka/glossary/ganakhlebad-energiastan-dakavshirebuli-valdebuleba"
term_ka: "განახლებად ენერგიასთან დაკავშირებული ვალდებულება"
statutory_definitions: 1
judicial_sources: "საქართველოს საკანონმდებლო მაცნე"
publisher: "Legal.Ge"
---

# განახლებად ენერგიასთან დაკავშირებული ვალდებულება

> წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე.
> ციტირება: „განახლებად ენერგიასთან დაკავშირებული ვალდებულება“, იურიდიული ლექსიკონი, Legal.Ge, https://legal.ge/ka/glossary/ganakhlebad-energiastan-dakavshirebuli-valdebuleba

## საკანონმდებლო განმარტებები

### [განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ — მუხლი 2](https://legal.ge/ka/law/4737753-ganakhlebadi-wqaroebidan-energiis-warmoebisa-da-gamoqenebis-wakhaliseb/2)

ეროვნული მხარდაჭერის სქემა, რომელიც ენერგიის მწარმოებლისგან მოითხოვს, რომ მან განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის მოცემული პროპორცია ჩართოს თავის წარმოებაში, აგრეთვე ენერგიის მიმწოდებლისგან მოითხოვს, რომ მან განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის მოცემული პროპორცია ჩართოს თავის მიწოდებაში, ან ენერგიის მომხმარებლისგან მოითხოვს, რომ მან განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის მოცემული პროპორცია ჩართოს თავის მოხმარებაში. აღნიშნული სქემა მოიცავს სქემებს, რომელთა ფარგლებშიც ასეთი მოთხოვნები შეიძლება მწვანე სერტიფიკატის გამოყენებით შესრულდეს
