---
title: "განმეორებითი მიმართვა ადმინისტრაციული ორგანოსთვის — იურიდიული განმარტება"
url: "https://legal.ge/ka/glossary/ganmeorebiti-mimartva-administratsiuli-organostvis"
term_ka: "განმეორებითი მიმართვა ადმინისტრაციული ორგანოსთვის"
judicial_sources: "უზენაესი სასამართლო · ადმინისტრაციული სამართალი"
publisher: "Legal.Ge"
---

# განმეორებითი მიმართვა ადმინისტრაციული ორგანოსთვის

> წყარო: უზენაესი სასამართლო · ადმინისტრაციული სამართალი.
> ციტირება: „განმეორებითი მიმართვა ადმინისტრაციული ორგანოსთვის“, იურიდიული ლექსიკონი, Legal.Ge, https://legal.ge/ka/glossary/ganmeorebiti-mimartva-administratsiuli-organostvis

## უზენაესი სასამართლო · ადმინისტრაციული სამართალი

უკვე უარყოფილ საკითხზე ხელახლა მიმართვა დასაშვებია დაინტერესებული პირის სასარგებლოდ შეცვლილი ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობის ან ისეთი ახლად აღმოჩენილი ან გამოვლენილი გარემოების არსებობისას, რომელიც უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას განაპირობებს.

ნორმატიული საფუძველი: [საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი](https://legal.ge/ka/law/16270-sakartvelos-zogadi-administratsiuli-kodeksi/102)

### სასამართლო პრეცედენტები

- [№ბს-862(კ-21) (2022-01-13)](https://legal.ge/ka/case-law/admin/80438-bs-862-k-2021-sakutreba-sajaro-reestri#p-33)
