---
title: "განსაცდელის სტადია — იურიდიული განმარტება"
url: "https://legal.ge/ka/glossary/gansatsdelis-stadia"
term_ka: "განსაცდელის სტადია"
statutory_definitions: 1
judicial_sources: "საქართველოს საკანონმდებლო მაცნე"
publisher: "Legal.Ge"
---

# განსაცდელის სტადია

> წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე.
> ციტირება: „განსაცდელის სტადია“, იურიდიული ლექსიკონი, Legal.Ge, https://legal.ge/ka/glossary/gansatsdelis-stadia

## საკანონმდებლო განმარტებები

### [საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ — მუხლი 3](https://legal.ge/ka/law/17296-sazghvao-samashvelo-samsakhuris-shesakheb/3)

სიტუაცია, როდესაც დანამდვილებითაა ცნობილი, რომ გემს ან ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და ის საჭიროებს შველას, რადგან: კ.ა) მიღებულია ინფორმაცია, რომ გემს ან ადამიანების სიცოცხლეს სერიოზული და გარდუვალი საფრთხე ემუქრება; კ.ბ) განგაშის სტადიის დაფიქსირების შემდეგ ვერ მოხერხდა ვერც გემთან დაკავშირება და ვერც ინფორმაციის სხვა წყაროებიდან მიღება, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ შესაძლებელია გემი იმყოფებოდეს განსაცდელში; კ.გ) მიღებული ინფორმაციით, გემის საექსპლუატაციო საიმედობა იმდენადაა დარღვეული, რომ განსაცდელის სტადია გარდუვალია
