---
title: "განსხვავებულობა — იურიდიული განმარტება"
url: "https://legal.ge/ka/glossary/ganskhvavebuloba"
term_ka: "განსხვავებულობა"
statutory_definitions: 1
judicial_sources: "საქართველოს საკანონმდებლო მაცნე"
publisher: "Legal.Ge"
---

# განსხვავებულობა

> წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე.
> ციტირება: „განსხვავებულობა“, იურიდიული ლექსიკონი, Legal.Ge, https://legal.ge/ka/glossary/ganskhvavebuloba

## საკანონმდებლო განმარტებები

### [სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ — მუხლი 2](https://legal.ge/ka/law/3695226-savaldebulo-sertipitsirebisadmi-dakvemdebarebuli-sasoplo-sameurneo-kul/2)

მცენარის ჯიშის ძირითადი ნიშან-თვისებების მცენარის ცნობილი ჯიშის ნიშან-თვისებებისგან განსხვავება. მცენარის ჯიში ცნობილად მიიჩნევა, თუ მის შესახებ მონაცემები შეტანილია მცენარეთა ახალი ჯიშების რეესტრში ან ოფიციალურ კატალოგში, ჯიში აღწერილია და მის შესახებ მონაცემები გამოქვეყნებულია სპეციალურ ლიტერატურაში ან ჯიში გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში. სელექციონერის უფლების მოპოვებისათვის მცენარის ჯიშის სამართლებრივი დაცვის ან მისი გასავრცელებლად დაშვების მიზნით სხვა ქვეყანაში წარდგენილი განაცხადი მცენარის ჯიშს ცნობილად აღიარებს, თუ იგი იქნება სამართლებრივად დაცული ან გასავრცელებლად დაშვებული ჯიში
