---
title: "განცხადების მეორედ წარდგენა — იურიდიული განმარტება"
url: "https://legal.ge/ka/glossary/gantskhadebis-meored-wardgena"
term_ka: "განცხადების მეორედ წარდგენა"
judicial_sources: "უზენაესი სასამართლო · ადმინისტრაციული სამართალი"
publisher: "Legal.Ge"
---

# განცხადების მეორედ წარდგენა

> წყარო: უზენაესი სასამართლო · ადმინისტრაციული სამართალი.
> ციტირება: „განცხადების მეორედ წარდგენა“, იურიდიული ლექსიკონი, Legal.Ge, https://legal.ge/ka/glossary/gantskhadebis-meored-wardgena

## უზენაესი სასამართლო · ადმინისტრაციული სამართალი

წინა უარის შემდეგ იმავე საკითხზე განცხადების წარდგენა დასაშვებია, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ შეიცვალა ან არსებობს ახლად აღმოჩენილი ან გამოვლენილი გარემოებები, რომლებიც უფრო ხელსაყრელი აქტის გამოცემას განაპირობებს. წარმოების განახლებისთვის ასევე საჭიროა, რომ მათი ადრე წარუდგენლობა განმცხადებლის ბრალით არ მომხდარიყო.

ნორმატიული საფუძველი: [საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი](https://legal.ge/ka/law/16270-sakartvelos-zogadi-administratsiuli-kodeksi/102)

### სასამართლო პრეცედენტები

- [№ბს-294(კ-20) (2021-05-13)](https://legal.ge/ka/case-law/admin/79560-bs-294-k-20-sotsialuri-datsva-devnilebi#p-32)
- [№ბს-466(კ-20) (2021-06-07)](https://legal.ge/ka/case-law/admin/79654-bs-466-k-20-sotsialuri-datsva-devnilebi)
- [№ბს-1243(კ-20) (2021-05-13)](https://legal.ge/ka/case-law/admin/79541-bs-1243-k-20-migratsia-moqalaqeoba)
