---
title: "გენმოდიფიცირებული პროდუქტი — იურიდიული განმარტება"
url: "https://legal.ge/ka/glossary/genmodipitsirebuli-produkti"
term_ka: "გენმოდიფიცირებული პროდუქტი"
statutory_definitions: 2
judicial_sources: "საქართველოს საკანონმდებლო მაცნე"
publisher: "Legal.Ge"
---

# გენმოდიფიცირებული პროდუქტი

> წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე.
> ციტირება: „გენმოდიფიცირებული პროდუქტი“, იურიდიული ლექსიკონი, Legal.Ge, https://legal.ge/ka/glossary/genmodipitsirebuli-produkti

## საკანონმდებლო განმარტებები

### [სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ — მუხლი 4](https://legal.ge/ka/law/2634028-sursatad-tskhovelis-sakvebad-gankutvnili-genetikurad-modipitsirebuli-o/4)

გენმოდიფიცირებული ორგანიზმის გადამუშავების შედეგად მიღებული ან/და გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ინგრედიენტის შემცველი პროდუქტი, რომელსაც ან რომლის ცალკეულ ნაწილებსაც არ აქვს გამრავლების ან/და გენეტიკური მასალის გადაცემის უნარი და რომელიც განკუთვნილია სურსათად/ცხოველის საკვებად

### [ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ — მუხლი 4](https://legal.ge/ka/law/2516880-tsotskhali-genmodipitsirebuli-organizmebis-shesakheb/4)

გენმოდიფიცირებული ორგანიზმის გადამუშავების შედეგად მიღებული ან/და გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ინგრედიენტის შემცველი პროდუქტი, რომელსაც ან რომლის ცალკეულ ნაწილებსაც არ აქვს გამრავლების ან/და გენეტიკური მასალის გადაცემის უნარი
