---
title: "ღატაკი შინამეურნეობა — იურიდიული განმარტება"
url: "https://legal.ge/ka/glossary/ghataki-shinameurneoba"
term_ka: "ღატაკი შინამეურნეობა"
judicial_sources: "უზენაესი სასამართლო · ადმინისტრაციული სამართალი"
publisher: "Legal.Ge"
---

# ღატაკი შინამეურნეობა

> წყარო: უზენაესი სასამართლო · ადმინისტრაციული სამართალი.
> ციტირება: „ღატაკი შინამეურნეობა“, იურიდიული ლექსიკონი, Legal.Ge, https://legal.ge/ka/glossary/ghataki-shinameurneoba

## უზენაესი სასამართლო · ადმინისტრაციული სამართალი

სადავო პერიოდში შინამეურნეობა შეიძლებოდა ღატაკად ჩათვლილიყო, თუ მის წევრებს მძაფრად ედგათ შიმშილის პრობლემა და სხვისი დახმარების გარეშე ვერ მოიპოვებდნენ ჯანმრთელობის ან სიცოცხლის შესანარჩუნებელ მინიმალურ საკვებს, ან მათი შემოსავალი სრულად ვერ ჰყოფნიდა ნორმალური კვებისათვის საჭირო საკვებს.

ნორმატიული საფუძველი: სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესი

### სასამართლო პრეცედენტები

- [№ბს-238(კ-21) (2021-07-16)](https://legal.ge/ka/case-law/admin/79776-bs-238-k-2021-sotsialuri-datsva-devnilebi#p-23)
