---
title: "ღირსება — იურიდიული განმარტება"
url: "https://legal.ge/ka/glossary/ghirseba"
term_ka: "ღირსება"
judicial_sources: "უზენაესი სასამართლო · სამოქალაქო სამართალი · უზენაესი სასამართლო · ადმინისტრაციული სამართალი · ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისია"
publisher: "Legal.Ge"
---

# ღირსება

> წყარო: უზენაესი სასამართლო · სამოქალაქო სამართალი · უზენაესი სასამართლო · ადმინისტრაციული სამართალი · ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისია.
> ციტირება: „ღირსება“, იურიდიული ლექსიკონი, Legal.Ge, https://legal.ge/ka/glossary/ghirseba

## უზენაესი სასამართლო · სამოქალაქო სამართალი

პიროვნების ღირებულება, რომლის შეფასების უნარი თვით ამ პირს გააჩნია და რომელიც მოიცავს საკუთარი მორალური თვისებების, საზოგადოებისადმი პასუხისმგებლობისა და საზოგადოებრივი მნიშვნელობის შეფასებას.

### სასამართლო პრეცედენტები

- [№ას-1174-1319-08 (2009-07-23)](https://legal.ge/ka/case-law/civil/6158-as-1174-1319-08-pativis-ghirsebis-datsva)
- [№ას-378-359-2013 (2013-11-15)](https://legal.ge/ka/case-law/civil/12609-as-378-359-2013-pativis-ghirsebis-datsva)
- [№3კ-337-02 (2002-06-25)](https://legal.ge/ka/case-law/civil/1012-3k-337-02-pativis-ghirsebis-datsva)
- [№ას-1332-1258-2012 (2014-04-23)](https://legal.ge/ka/case-law/civil/13192-as-1332-1258-2012-pativis-ghirsebis-datsva)
- [№ას-366-2022 (2023-05-31)](https://legal.ge/ka/case-law/civil/28165-as-366-2022-pativis-ghirsebis-datsva)
- [№ას-448-775-05 (2005-12-01)](https://legal.ge/ka/case-law/civil/3353-as-448-775-05-pativis-ghirsebis-datsva)
## უზენაესი სასამართლო · ადმინისტრაციული სამართალი

პიროვნების მიერ საკუთარი მორალური თუ სხვა თვისებების, უნარის, საზოგადოების წინაშე ვალის მოხდისა და საკუთარი საზოგადოებრივი მნიშვნელობის შეფასება.

ნორმატიული საფუძველი: [საქართველოს სამოქალაქო კოდექსი](https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/18)

### სასამართლო პრეცედენტები

- [№3გ-ად-186-კ (2001-01-30)](https://legal.ge/ka/case-law/admin/59270-3g-ad-186-k-administratsiuli-protsesi#p-31)
## ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისია

კოლეგიის მიერ მოხმობილი საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ღირსება არ არის თითოეული პირის სუბიექტური შეხედულებით განსხვავებულად განსაზღვრული სიკეთე; უფლებით დაცული ინტერესი უნივერსალობისა და ობიექტურობის კრიტერიუმს გარკვეული ხარისხით უნდა აკმაყოფილებდეს.

ნორმატიული საფუძველი: საქართველოს კონსტიტუცია

### სასამართლო პრეცედენტები

- [№042/14 (2014-10-09)](https://legal.ge/ka/law/ethics/331-042-14-klientis-interesebis-upiratesoba#p-29)
- [№090/11 (2011-11-28)](https://legal.ge/ka/law/ethics/41-090-11-klientis-interesebis-upiratesoba#p-55)
