---
title: "გონივრული მისადაგების პრინციპი — იურიდიული განმარტება"
url: "https://legal.ge/ka/glossary/gonivruli-misadagebis-printsipi"
term_ka: "გონივრული მისადაგების პრინციპი"
judicial_sources: "უზენაესი სასამართლო · ადმინისტრაციული სამართალი"
publisher: "Legal.Ge"
---

# გონივრული მისადაგების პრინციპი

> წყარო: უზენაესი სასამართლო · ადმინისტრაციული სამართალი.
> ციტირება: „გონივრული მისადაგების პრინციპი“, იურიდიული ლექსიკონი, Legal.Ge, https://legal.ge/ka/glossary/gonivruli-misadagebis-printsipi

## უზენაესი სასამართლო · ადმინისტრაციული სამართალი

ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში აუცილებელი და შესაბამისი ცვლილების განხორციელება, რომელიც არ იწვევს არაპროპორციულ ან გადამეტებულ ტვირთს და უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის უფლებებისა და თავისუფლებების სხვებთან თანაბარ პირობებში რეალიზებას.

ნორმატიული საფუძველი: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ საქართველოს კანონი

### სასამართლო პრეცედენტები

- [№ბს-1451(კ-22) (2023-03-01)](https://legal.ge/ka/case-law/admin/82249-bs-1451-k-2022-sotsialuri-datsva-devnilebi#p-47)
