---
title: "გრანტი – — იურიდიული განმარტება"
url: "https://legal.ge/ka/glossary/granti"
term_ka: "გრანტი –"
statutory_definitions: 2
judicial_sources: "საქართველოს საკანონმდებლო მაცნე · უზენაესი სასამართლო · ადმინისტრაციული სამართალი"
publisher: "Legal.Ge"
---

# გრანტი –

> წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე · უზენაესი სასამართლო · ადმინისტრაციული სამართალი.
> ციტირება: „გრანტი –“, იურიდიული ლექსიკონი, Legal.Ge, https://legal.ge/ka/glossary/granti

## უზენაესი სასამართლო · ადმინისტრაციული სამართალი

დონორის მიერ მიმღებისათვის უსასყიდლოდ გადაცემული ფულადი ან ნატურალური მიზნობრივი სახსრები, რომლებიც გამოიყენება კანონში ჩამოთვლილი პროექტებისა და პროგრამებისათვის; სამეწარმეო და პოლიტიკური მიზნების მისაღწევად გაცემული სახსრები გრანტად არ ჩაითვლება.

ნორმატიული საფუძველი: საქართველოს კანონი გრანტების შესახებ

### სასამართლო პრეცედენტები

- [№ბს-1220-1182(2კ-08) (2009-05-06)](https://legal.ge/ka/case-law/admin/65312-bs-1220-1182-2k-08-sagadasakhado-dava#p-34)
- [№ბს-798(კ-21) (2022-03-07)](https://legal.ge/ka/case-law/admin/80668-bs-798-k-2021-administratsiuli-protsesi)
- [№ბს-832-824(გ-16) (2017-05-18)](https://legal.ge/ka/case-law/admin/74997-bs-832-824-g-16-administratsiuli-protsesi)
- [№ბს-1269(კ-20) (2021-04-01)](https://legal.ge/ka/case-law/admin/79409-bs-1269-k-20-administratsiuli-protsesi)
- [№ბს-1072(კ-18) (2018-12-13)](https://legal.ge/ka/case-law/admin/76924-bs-1072-k-18-sagadasakhado-dava)
## საკანონმდებლო განმარტებები

### [აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ — მუხლი 6](https://legal.ge/ka/law/5828443-acharis-avtonomiuri-respublikis-sabiujeto-protsesisa-da-uplebamosileba/6)

გრანტის გამცემის (დონორის) მიერ გრანტის მიმღებისათვის უსასყიდლოდ გადაცემული მიზნობრივი სახსრები ფულადი ან ნატურალური ფორმით, რომლებიც გამოიყენება კონკრეტული ჰუმანური, საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურული, სპორტული, ეკოლოგიური, სასოფლო-სამეურნეო განვითარებისა და სოციალური პროექტების, აგრეთვე სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროგრამების განხორციელებისათვის

### [აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განათლების ხელშეწყობის შესახებ — მუხლი 2](https://legal.ge/ka/law/4960700-acharis-avtonomiur-respublikashi-ganatlebis-khelshewqobis-shesakheb/2)

გრანტის მიმღებისთვის უსასყიდლოდ გადაცემული მიზნობრივი რესურსი ფულადი ან ნატურალური ფორმით
