---
title: "ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულება — იურიდიული განმარტება"
url: "https://legal.ge/ka/glossary/inpormatsiis-shetqobinebis-valdebuleba"
term_ka: "ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულება"
statutory_definitions: 1
judicial_sources: "საქართველოს საკანონმდებლო მაცნე"
publisher: "Legal.Ge"
---

# ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულება

> წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე.
> ციტირება: „ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულება“, იურიდიული ლექსიკონი, Legal.Ge, https://legal.ge/ka/glossary/inpormatsiis-shetqobinebis-valdebuleba

## საკანონმდებლო განმარტებები

### [საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ — მუხლი 3](https://legal.ge/ka/law/23230-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-sakartvelos-shinagan-sakmeta-saminist/3)

სატრანსპორტო საშუალებაზე, მის ნომრიან აგრეგატზე ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე რეგისტრირებული გირავნობის არსებობისას, მოგირავნის მიერ ამ კანონის მე-6 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასურის გადახდის შემთხვევაში, სააგენტოს ვალდებულება, დაინტერესებული პირის განცხადება დაგირავებული სატრანსპორტო საშუალების, მისი ნომრიანი აგრეგატის ან დაგირავებული სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების რეგისტრაციის ან აღრიცხვიდან მოხსნის თაობაზე არ დააკმაყოფილოს 7 სამუშაო დღის განმავლობაში და აღნიშნული გარემოება დადგენილი წესით აცნობოს მოგირავნეს
