---
title: "ინფრასტრუქტურის ოპერატორი — იურიდიული განმარტება"
url: "https://legal.ge/ka/glossary/inprastrukturis-operatori"
term_ka: "ინფრასტრუქტურის ოპერატორი"
statutory_definitions: 1
judicial_sources: "საქართველოს საკანონმდებლო მაცნე"
publisher: "Legal.Ge"
---

# ინფრასტრუქტურის ოპერატორი

> წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე.
> ციტირება: „ინფრასტრუქტურის ოპერატორი“, იურიდიული ლექსიკონი, Legal.Ge, https://legal.ge/ka/glossary/inprastrukturis-operatori

## საკანონმდებლო განმარტებები

### [სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ — მუხლი 3](https://legal.ge/ka/law/5810383-satelekomunikatsio-inprastrukturisa-da-satelekomunikatsio-miznebistvis/3)

ავტორიზებული პირი, აგრეთვე პირი, რომელიც ფლობს ფიზიკურ ინფრასტრუქტურას, რომლის საშუალებითაც იგი ახორციელებს ან აპირებს განახორციელოს: გ.ა) ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება ან განაწილება; გ.ბ) ელექტროენერგიის წარმოება, გადაცემა ან განაწილება; გ.გ) გარე განათების მომსახურება; გ.დ) თბომომარაგება; გ.ე) წყალმომარაგება, წყალარინება, სანიაღვრო და სადრენაჟო სისტემების მართვა და ოპერირება; გ.ვ) სატრანსპორტო მომსახურება, მათ შორის, სარკინიგზო, საგზაო, სანავსადგურო და სააეროპორტო მომსახურებები
