---
title: "ინსტიტუციური ინვესტორი — იურიდიული განმარტება"
url: "https://legal.ge/ka/glossary/institutsiuri-investori"
term_ka: "ინსტიტუციური ინვესტორი"
statutory_definitions: 1
judicial_sources: "საქართველოს საკანონმდებლო მაცნე"
publisher: "Legal.Ge"
---

# ინსტიტუციური ინვესტორი

> წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე.
> ციტირება: „ინსტიტუციური ინვესტორი“, იურიდიული ლექსიკონი, Legal.Ge, https://legal.ge/ka/glossary/institutsiuri-investori

## საკანონმდებლო განმარტებები

### [ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ — მუხლი 2](https://legal.ge/ka/law/6001175-pasian-kaghaldebad-gardakmnis-shesakheb/2)

ინვესტორი, რომელიც არის ერთ-ერთი შემდეგი პირი: რ.ა) „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ლიცენზირებული კომერციული ბანკი; რ.ბ) „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ლიცენზირებული მიკრობანკი; რ.გ) „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული მიკროსაფინანსო ორგანიზაცია; რ.დ) „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ლიცენზირებული სადაზღვევო ორგანიზაცია; რ.ე) „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული/ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანია ან რეგისტრირებული/ავტორიზებული საინვესტიციო ფონდი; რ.ვ) „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ლიცენზირებული საბროკერო კომპანია; რ.ზ) „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საპენსიო სქემის სახელით მოქმედი პირი; რ.თ) ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო სქემის სახელით მოქმედი პირი
