---
title: "ინტერესთა კონფლიქტის დაუშვებლობა — იურიდიული განმარტება"
url: "https://legal.ge/ka/glossary/interesta-konpliktis-daushvebloba"
term_ka: "ინტერესთა კონფლიქტის დაუშვებლობა"
judicial_sources: "ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისია"
publisher: "Legal.Ge"
---

# ინტერესთა კონფლიქტის დაუშვებლობა

> წყარო: ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისია.
> ციტირება: „ინტერესთა კონფლიქტის დაუშვებლობა“, იურიდიული ლექსიკონი, Legal.Ge, https://legal.ge/ka/glossary/interesta-konpliktis-daushvebloba

## ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისია

ადვოკატს არ შეუძლია ორი ან მეტი კლიენტისათვის პროფესიული რჩევის მიცემა ან მათი წარმოდგენა იმავე ან დაკავშირებულ საქმეზე, თუ მათ ინტერესებს შორის კონფლიქტი ან მისი წარმოქმნის მნიშვნელოვანი საფრთხე არსებობს. ეს ვალდებულება შეიძლება შეეხოს ყოფილ კლიენტსაც და საქმის წარმოების პროცესში წარმოშობილ საფრთხესაც.

ნორმატიული საფუძველი: ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსი მ. 6 ნაწილები 1 და 4

### სასამართლო პრეცედენტები

- [№009/18 (2018-07-04)](https://legal.ge/ka/law/ethics/647-009-18-interesta-konplikti-klientebs-shoris#p-8)
