---
title: "ინვოისი — იურიდიული განმარტება"
url: "https://legal.ge/ka/glossary/invoisi"
term_ka: "ინვოისი"
statutory_definitions: 1
judicial_sources: "საქართველოს საკანონმდებლო მაცნე"
publisher: "Legal.Ge"
---

# ინვოისი

> წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე.
> ციტირება: „ინვოისი“, იურიდიული ლექსიკონი, Legal.Ge, https://legal.ge/ka/glossary/invoisi

## საკანონმდებლო განმარტებები

### [ფაქტორინგის შესახებ — მუხლი 2](https://legal.ge/ka/law/6825189-paktoringis-shesakheb/2)

ფინანსური დოკუმენტი, რომელიც ფორმდება საქონლის ან/და მომსახურების მყიდველსა და გამყიდველს შორის, ადასტურებს მყიდველის მიმართ დებიტორული დავალიანების არსებობას და რომელშიც აღრიცხულია სულ მცირე ინვოისის გამომწერისა და მიმღების დასახელებები, პირადი ნომრები ან/და საიდენტიფიკაციო ნომრები, გაყიდული საქონლის ან/და გაწეული მომსახურების დასახელება, ჩამონათვალი და რაოდენობა, ინვოისის გამოწერის თარიღი, ასანაზღაურებელი ფულადი თანხის ოდენობა და ვალუტა
