---
title: "ირიბი დისკრიმინაცია — იურიდიული განმარტება"
url: "https://legal.ge/ka/glossary/iribi-diskriminatsia"
term_ka: "ირიბი დისკრიმინაცია"
statutory_definitions: 1
judicial_sources: "საქართველოს საკანონმდებლო მაცნე · უზენაესი სასამართლო · სამოქალაქო სამართალი · უზენაესი სასამართლო · ადმინისტრაციული სამართალი"
publisher: "Legal.Ge"
---

# ირიბი დისკრიმინაცია

> წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე · უზენაესი სასამართლო · სამოქალაქო სამართალი · უზენაესი სასამართლო · ადმინისტრაციული სამართალი.
> ციტირება: „ირიბი დისკრიმინაცია“, იურიდიული ლექსიკონი, Legal.Ge, https://legal.ge/ka/glossary/iribi-diskriminatsia

## უზენაესი სასამართლო · სამოქალაქო სამართალი

ფორმით ნეიტრალური და არსით დისკრიმინაციული დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა, რომელიც პირს დისკრიმინაციული ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებთან, გამამართლებელი გარემოებების გარეშე.

### სასამართლო პრეცედენტები

- [№ას-1095-2021 (2022-06-15)](https://legal.ge/ka/case-law/civil/26223-as-1095-2021-zianis-anazghaureba)
- [№ას-1189-2020 (2021-02-04)](https://legal.ge/ka/case-law/civil/23612-as-1189-2020-shromiti-dava)
- [№ას-497-2021 (2023-02-23)](https://legal.ge/ka/case-law/civil/27596-as-497-2021-shromiti-dava)
- [№ას-104-2026 (2026-04-22)](https://legal.ge/ka/case-law/civil/32600-as-104-2026-zianis-anazghaureba)
- [№ას-344-322-2017 (2017-10-11)](https://legal.ge/ka/case-law/civil/18093-as-344-322-2017-shromiti-dava)
- [№ას-1009-2020 (2020-12-24)](https://legal.ge/ka/case-law/civil/23482-as-1009-2020-shromiti-dava)
## უზენაესი სასამართლო · ადმინისტრაციული სამართალი

გარეგნულად ნეიტრალური პოლიტიკის ან ღონისძიების მავნე შედეგი, რომელიც განსაზღვრულ ჯგუფზე მსგავს მდგომარეობაში მყოფ სხვა პირებთან შედარებით მნიშვნელოვნად უარყოფითად მოქმედებს.

### სასამართლო პრეცედენტები

- [№ბს-306(კ-23) (2024-11-26)](https://legal.ge/ka/case-law/admin/84724-bs-306-k-2023-sajaro-samsakhuri#p-48)
- [№ბს-771(კ-23) (2023-10-09)](https://legal.ge/ka/case-law/admin/83182-bs-771-k-2023-sajaro-inpormatsia-archevnebi)
- [№ბს-1225(2კ-23) (2026-03-18)](https://legal.ge/ka/case-law/admin/86481-bs-1225-2k-2023-samartaldarghvevebi-politsia)
- [№ბს-304(კ-23) (2024-12-25)](https://legal.ge/ka/case-law/admin/84917-bs-304-k-2023-sajaro-samsakhuri)
- [№ბს-102(კ-25) (2025-06-16)](https://legal.ge/ka/case-law/admin/85551-bs-102-k-2025-sakhelmtsipo-ziani)
## საკანონმდებლო განმარტებები

### [გენდერული თანასწორობის შესახებ — მუხლი 3](https://legal.ge/ka/law/91624-genderuli-tanasworobis-shesakheb/3)

ისეთი მდგომარეობა, როდესაც ფორმით ნეიტრალური და არსით დისკრიმინაციული დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა პირს სქესის ნიშნით არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ მეორე სქესის პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მდგომარეობა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად
