---
title: "ისტორიული გვარის აღდგენა — იურიდიული განმარტება"
url: "https://legal.ge/ka/glossary/istoriuli-gvaris-aghdgena"
term_ka: "ისტორიული გვარის აღდგენა"
judicial_sources: "უზენაესი სასამართლო · ადმინისტრაციული სამართალი"
publisher: "Legal.Ge"
---

# ისტორიული გვარის აღდგენა

> წყარო: უზენაესი სასამართლო · ადმინისტრაციული სამართალი.
> ციტირება: „ისტორიული გვარის აღდგენა“, იურიდიული ლექსიკონი, Legal.Ge, https://legal.ge/ka/glossary/istoriuli-gvaris-aghdgena

## უზენაესი სასამართლო · ადმინისტრაციული სამართალი

ისტორიული გვარის აღდგენა შესაძლებელია, თუ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება, რომ პირის გვარი წარმოიშვა სხვა გვარის გარდაქმნის ან ისტორიული გვარის წარმომადგენლის მიერ სხვა გვარის მიღების შედეგად. სხვა მტკიცებულებებთან ერთად შეიძლება გამოყენებულ იქნეს დასაბუთებული მეცნიერული ვარაუდი.

ნორმატიული საფუძველი: საქართველოს კანონი სამოქალაქო აქტების შესახებ

### სასამართლო პრეცედენტები

- [№ბს-413(კ-20) (2021-12-17)](https://legal.ge/ka/case-law/admin/80369-bs-413-k-20-migratsia-moqalaqeoba#p-33)
