---
title: "ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით ჩადენილი დანაშაული — იურიდიული განმარტება"
url: "https://legal.ge/ka/glossary/jgupis-mier-winaswari-shetankhmebit-chadenili-danashauli"
term_ka: "ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით ჩადენილი დანაშაული"
judicial_sources: "უზენაესი სასამართლო · სისხლის სამართალი"
publisher: "Legal.Ge"
---

# ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით ჩადენილი დანაშაული

> წყარო: უზენაესი სასამართლო · სისხლის სამართალი.
> ციტირება: „ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით ჩადენილი დანაშაული“, იურიდიული ლექსიკონი, Legal.Ge, https://legal.ge/ka/glossary/jgupis-mier-winaswari-shetankhmebit-chadenili-danashauli

## უზენაესი სასამართლო · სისხლის სამართალი

დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ მის ერთობლივად ჩასადენად. შეთანხმება უნდა არსებობდეს ობიექტური შემადგენლობის განხორციელების დაწყებამდე და შეიძლება იყოს სიტყვიერი ან არავერბალური.

ნორმატიული საფუძველი: სსკ 27(2)

### სასამართლო პრეცედენტები

- [№410აპ-24 (2024-08-06)](https://legal.ge/ka/case-law/criminal/56722-410ap-24-sakutrebis-danashauli#p-49)
- [№3-კოლ (2005-05-05)](https://legal.ge/ka/case-law/criminal/35647-3-kol-sitsotskhlis-danashauli#p-23)
