---
title: "კანონიერი ნდობა ადმინისტრაციული აქტის მიმართ — იურიდიული განმარტება"
url: "https://legal.ge/ka/glossary/kanonieri-ndoba-administratsiuli-aktis-mimart"
term_ka: "კანონიერი ნდობა ადმინისტრაციული აქტის მიმართ"
judicial_sources: "უზენაესი სასამართლო · ადმინისტრაციული სამართალი"
publisher: "Legal.Ge"
---

# კანონიერი ნდობა ადმინისტრაციული აქტის მიმართ

> წყარო: უზენაესი სასამართლო · ადმინისტრაციული სამართალი.
> ციტირება: „კანონიერი ნდობა ადმინისტრაციული აქტის მიმართ“, იურიდიული ლექსიკონი, Legal.Ge, https://legal.ge/ka/glossary/kanonieri-ndoba-administratsiuli-aktis-mimart

## უზენაესი სასამართლო · ადმინისტრაციული სამართალი

დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობს, თუ მან აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო აქტის ბათილად ცნობით ზიანი მიადგება. ნდობა დაცვის ღირსი არ არის, თუ მას საფუძვლად უდევს მხარის უკანონო ქმედება ან მხარემ აქტის უკანონობის შესახებ იცოდა ან უნდა სცოდნოდა.

ნორმატიული საფუძველი: [საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი](https://legal.ge/ka/law/16270-sakartvelos-zogadi-administratsiuli-kodeksi/60-1)

### სასამართლო პრეცედენტები

- [№ბს-1231(კ-24) (2025-05-20)](https://legal.ge/ka/case-law/admin/85421-bs-1231-k-2024-mshenebloba-arkitektura#p-40)
- [№ბს-417(კ-23) (2024-05-16)](https://legal.ge/ka/case-law/admin/84016-bs-417-k-2023-sakutreba-sajaro-reestri)
