---
title: "კეთილსინდისიერების პრინციპი — იურიდიული განმარტება"
url: "https://legal.ge/ka/glossary/ketilsindisierebis-printsipi"
term_ka: "კეთილსინდისიერების პრინციპი"
alternate_names: "good faith"
judicial_sources: "უზენაესი სასამართლო · სამოქალაქო სამართალი · უზენაესი სასამართლო · ადმინისტრაციული სამართალი · ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისია"
publisher: "Legal.Ge"
---

# კეთილსინდისიერების პრინციპი

> წყარო: უზენაესი სასამართლო · სამოქალაქო სამართალი · უზენაესი სასამართლო · ადმინისტრაციული სამართალი · ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისია.
> ციტირება: „კეთილსინდისიერების პრინციპი“, იურიდიული ლექსიკონი, Legal.Ge, https://legal.ge/ka/glossary/ketilsindisierebis-printsipi
> სინონიმები / EN: good faith

## უზენაესი სასამართლო · სამოქალაქო სამართალი

სამოქალაქო სამართლის შეფასებითი კრიტერიუმი, რომელიც გულისხმობს კონტრაჰენტის ინტერესების გათვალისწინებას და მიზნად ისახავს სამართლიანი შედეგის დადგომასა და უსამართლო შედეგის თავიდან აცილებას.

### სასამართლო პრეცედენტები

- [№ას-1498-1418-2017 (2018-06-08)](https://legal.ge/ka/case-law/civil/19179-as-1498-1418-2017-ipoteka-sabanko-dava)
- [№ას-809-809-2018 (2018-07-13)](https://legal.ge/ka/case-law/civil/19378-as-809-809-2018-ipoteka-sabanko-dava)
- [№ას-507-2023 (2023-10-25)](https://legal.ge/ka/case-law/civil/28818-as-507-2023-sakorporatsio-samartali)
- [№ას-896-858-2014 (2015-03-16)](https://legal.ge/ka/case-law/civil/14309-as-896-858-2014-dazghvevis-dava)
## უზენაესი სასამართლო · ადმინისტრაციული სამართალი

ქცევის მასშტაბი, რომლის ფარგლებშიც პირი კანონისა და საჯარო წესრიგის დაცვით, სხვა პირთა უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემით ახორციელებს საკუთარ უფლებებს; პრინციპი ვრცელდება უფლების შეძენაზე, განხორციელებაზე, დაცვასა და შეწყვეტაზე, აგრეთვე ვალდებულების შესრულებაზე.

ნორმატიული საფუძველი: [საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მერვე მუხლის მესამე ნაწილი](https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/8)

### სასამართლო პრეცედენტები

- [№ბს-1096(კ-23) (2026-03-31)](https://legal.ge/ka/case-law/admin/86564-bs-1096-k-2023-aghsruleba-shesqidvebi#p-56)
- [№ბს-526(კ-25) (2025-10-09)](https://legal.ge/ka/case-law/admin/85906-bs-526-k-2025-sakutreba-sajaro-reestri)
- [№ბს-886(კ-19) (2020-01-23)](https://legal.ge/ka/case-law/admin/78137-bs-886-k-19-aghsruleba-shesqidvebi)
- [№ბს-473(კ-25) (2025-07-23)](https://legal.ge/ka/case-law/admin/85723-bs-473-k-2025-sajaro-samsakhuri)
- [№ბს-570(კ-19) (2020-04-02)](https://legal.ge/ka/case-law/admin/78379-bs-570-k-19-sajaro-samsakhuri)
## ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისია

პრინციპი ავალდებულებს ადვოკატს კეთილსინდისიერად შეასრულოს პროფესიული ფუნქციები და იმოქმედოს კლიენტის ინტერესების შესაბამისად; იგი კლიენტს ადვოკატის მიერ მისი უფლებების ბოროტად გამოყენებისგან იცავს.

ნორმატიული საფუძველი: ადვოკატთა შესახებ კანონი მ. 5 ქვეპუნქტი ა

### სასამართლო პრეცედენტები

- [№091/21 (2022-02-17)](https://legal.ge/ka/law/ethics/1028-091-21-klientis-mititebit-mokmedeba#p-32)
- [№060/19 (2020-10-05)](https://legal.ge/ka/law/ethics/909-060-19-klientis-interesebis-upiratesoba#p-39)
- [№075/19 (2021-11-18)](https://legal.ge/ka/law/ethics/1000-075-19-kvalipitsiuri-da-ketilsindisieri-momsakhureba#p-18)
