---
title: "კინოორგანიზაცია — იურიდიული განმარტება"
url: "https://legal.ge/ka/glossary/kinoorganizatsia"
term_ka: "კინოორგანიზაცია"
statutory_definitions: 1
judicial_sources: "საქართველოს საკანონმდებლო მაცნე"
publisher: "Legal.Ge"
---

# კინოორგანიზაცია

> წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე.
> ციტირება: „კინოორგანიზაცია“, იურიდიული ლექსიკონი, Legal.Ge, https://legal.ge/ka/glossary/kinoorganizatsia

## საკანონმდებლო განმარტებები

### [ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ — მუხლი 4](https://legal.ge/ka/law/17794-erovnuli-kinematograpiis-sakhelmwipo-mkhardacheris-shesakheb/4)

იურიდიული პირი, რომლის საქმიანობის ძირითად საგანს განეკუთვნება ფილმის ან კინომატიანის სიუჟეტის შექმნა, ფილმის ასლის გამრავლება, გაქირავება, ჩვენება, ფილმის აღდგენა, კინოდარბაზის ტექნიკური მომსახურება, კინომასალებისა და კინოაღჭურვილობის წარმოება, ფილმწარმოების მომსახურება (კინოტექნიკის გაქირავება, კინოკომპლექსის ან კინოპავილიონის იჯარა, კოსტიუმების შეკერვა, დეკორაციების მშენებლობა, გრიმისა და საგრიმიორო მასალების დამზადება, რეკვიზიტის დამზადება-გაქირავება, გადასაღები ტექნიკისა და სპეცეფექტების მომზადება, კინოფირის დამუშავება, ფილმის გახმოვანება, მუსიკალური გახმოვანება და სხვ.), საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი, ბეჭდვითი, საგამომცემლო, სარეკლამო-პროპაგანდისტული საქმიანობა კინოს სფეროში, ფილმის ან კინომატიანის ასლისა და საწყისი მასალების შენახვა
