---
title: "კლიენტის საუკეთესო ინტერესების დაცვა — იურიდიული განმარტება"
url: "https://legal.ge/ka/glossary/klientis-sauketeso-interesebis-datsva"
term_ka: "კლიენტის საუკეთესო ინტერესების დაცვა"
judicial_sources: "ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისია"
publisher: "Legal.Ge"
---

# კლიენტის საუკეთესო ინტერესების დაცვა

> წყარო: ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისია.
> ციტირება: „კლიენტის საუკეთესო ინტერესების დაცვა“, იურიდიული ლექსიკონი, Legal.Ge, https://legal.ge/ka/glossary/klientis-sauketeso-interesebis-datsva

## ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისია

ადვოკატის ერთ-ერთი ძირითადი ეთიკური ვალდებულებაა კლიენტის საუკეთესო ინტერესების დასაცავად ყველა შესაძლო კანონიერი საშუალების გამოყენება. კლიენტის ინტერესებს სხვა პირების ინტერესებთან მიმართებით პრიორიტეტი ენიჭება კანონითა და ეთიკით დადგენილ ფარგლებში.

ნორმატიული საფუძველი: ადვოკატთა შესახებ საქართველოს კანონის მუხლი 6, პუნქტი 1; ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსის მუხლი 5

### სასამართლო პრეცედენტები

- [№105/18 (2018-12-05)](https://legal.ge/ka/law/ethics/706-105-18-klientis-interesebis-upiratesoba#p-30)
- [№022/16 (2017-03-10)](https://legal.ge/ka/law/ethics/516-022-16-klientis-mititebit-mokmedeba#p-60)
