---
title: "კლიენტისა და ადვოკატის ურთიერთობისადმი ნდობა — იურიდიული განმარტება"
url: "https://legal.ge/ka/glossary/klientisa-da-advokatis-urtiertobisadmi-ndoba"
term_ka: "კლიენტისა და ადვოკატის ურთიერთობისადმი ნდობა"
judicial_sources: "ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისია"
publisher: "Legal.Ge"
---

# კლიენტისა და ადვოკატის ურთიერთობისადმი ნდობა

> წყარო: ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისია.
> ციტირება: „კლიენტისა და ადვოკატის ურთიერთობისადმი ნდობა“, იურიდიული ლექსიკონი, Legal.Ge, https://legal.ge/ka/glossary/klientisa-da-advokatis-urtiertobisadmi-ndoba

## ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისია

კლიენტის ნდობა ეფუძნება ადვოკატის ღირსებას, პატიოსნებას, შეუვალობას, კომპეტენტურობასა და დამოუკიდებლობას. ადვოკატს ეკისრება არა მხოლოდ ნდობის ეჭვქვეშ დაყენებისგან თავის შეკავება, არამედ ნდობაზე დამყარებული ურთიერთობის ჩამოყალიბების პოზიტიური ვალდებულებაც.

ნორმატიული საფუძველი: ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსი მ. 3

### სასამართლო პრეცედენტები

- [№016/22 (2023-01-24)](https://legal.ge/ka/law/ethics/1146-016-22-advokatis-damoukidebloba#p-54)
