---
title: "ქმედუნარიანობა — იურიდიული განმარტება"
url: "https://legal.ge/ka/glossary/kmedunarianoba"
term_ka: "ქმედუნარიანობა"
judicial_sources: "უზენაესი სასამართლო · ადმინისტრაციული სამართალი · ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისია"
publisher: "Legal.Ge"
---

# ქმედუნარიანობა

> წყარო: უზენაესი სასამართლო · ადმინისტრაციული სამართალი · ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისია.
> ციტირება: „ქმედუნარიანობა“, იურიდიული ლექსიკონი, Legal.Ge, https://legal.ge/ka/glossary/kmedunarianoba

## უზენაესი სასამართლო · ადმინისტრაციული სამართალი

ფიზიკური პირის უნარი, თავისი ნებითა და მოქმედებით სრული მოცულობით შეიძინოს და განახორციელოს სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები.

ნორმატიული საფუძველი: [საქართველოს სამოქალაქო კოდექსი](https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/12)

### სასამართლო პრეცედენტები

- [№ბს-766(კ-25) (2024-12-27)](https://legal.ge/ka/case-law/admin/84937-bs-766-k-2025-aghsruleba-shesqidvebi#p-60)
## ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისია

კოლეგიის განმარტებით, პირი უფლებაუნარიანობის სრული მოცულობით განხორციელებისთვის, ზოგადი წესით, სრულწლოვანების მიღწევისთანავე ხდება ქმედუნარიანი. კოლეგიამ მიიჩნია, რომ ქმედუნარიანობაც გარდაცვალებით წყდება.

ნორმატიული საფუძველი: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი მ. 12.1

### სასამართლო პრეცედენტები

- [№154/19 (2021-10-07)](https://legal.ge/ka/law/ethics/987-154-19-advokatis-damoukidebloba#p-24)
- [№045/19 (2019-11-15)](https://legal.ge/ka/law/ethics/836-045-19-klientis-interesebis-upiratesoba#p-36)
